კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა
კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა

საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კონსულტაციის მიზნით თბილისში ექიმთან იმყოფებოდა, სადაც მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით „პისიარ“ ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც „კოვიდ-19“- ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

მისი განმარტებით, დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

დაინფიცირებული მამაკაცი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.