კორონავირუსის ახალ შემთხვევათაგან, ორი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს
კორონავირუსის ახალ შემთხვევათაგან, ორი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. ორ ახალ პაციენტს ვირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა. მათგან ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორეს კი კორონავირუსი საქართველოში გადაედო, თუმცა საავადმყოფოში ვერ ადასტურებენ, არის თუ არა დადგენილი წყარო.

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 14 პაციენტი. მათგან უკვე შვიდ პაციენტს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“. გუშინდელი კვლევიდან ორ პაციენტს დაუდასტურდა, ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია, ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდგომ უკვე დადგება მათი გაწერის საკითხი. ერთი პაციენტი შიდა გადადებაა, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ლაბორატორიულად გამოვლინდა „კოვიდ 19“-ის დიაგნოზი“, – განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 გამოჯანმრთელდა.