კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია, შვიდი კი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება
კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია, შვიდი კი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი შემოტანილია.

მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1469 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 18 შემთხვევა და ამჟამად არის 1487. 18 შემთხვევიდან შვიდი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 შემოტანილი შემთხვეაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და გახდა 1240. ბოლოს სულ გვყავდა ოთხი კლასტერი – მესტია, ყაზბეგი, გარდაბანი და ქობულეთი. ახალი დადასტურებული პაციენტები ძირითადად ამ კლასტერების მეორეული და მესამეული შემთხვევებია. ხვალ-ზეგ გავარკვევთ, ახალი სამი პაციენტის წყარო არის ახალი კერა, თუ ძველი კერების შემთხვევებია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს.