კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილია, ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილია, ორ შემთხვევაზე კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ჯამში, ქვეყანაში ვირუსისგან პაციენტების 81 პროცენტია განკურნებული.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით და ჯამში, საქართველოში 1128 გამოჯანმრთელებული გვყავს. განკურნებულების პროცენტული მაჩვენებელი 81-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.