საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 72 შემთხვევა, აჭარა – ხუთი, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – რვაა, შიდა ქართლი – ოთხი, გურია – რვა, სამეგრელო – ზემო სვანეთი – შვიდი, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – სამი, სამცხე-ჯავახეთი – სამი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 593 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 280 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6% S
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.04% ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 0.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – ხუთი, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – რვა, შიდა ქართლი – ოთხი, გურია – რვა, სამეგრელო – ზემო სვანეთი – შვიდი, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – სამი, სამცხე-ჯავახეთი – სამი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 163, აჭარაში – 9, იმერეთში – 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 43, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.