დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთან, რუნგსტედის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დანიური ტელეკომპანია „ტევე-2“ ავრცელებს.
როგორც „ტევე-2“ იტყობინება, სროლის შედეგად დაღუპულია 20 წლის ახალგაზრდა. ასევე, დაშავდა ოთხი ადამიანი.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კოპენჰაგენის გარეუბანში ერთმანეთს დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ.
მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 14 ადამიანი. გამოძიება გრძელდება.