კოპენჰაგენში შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კოპენჰაგენში შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთან, რუნგსტედის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დანიური ტელეკომპანია „ტევე-2“ ავრცელებს.

როგორც „ტევე-2“ იტყობინება, სროლის შედეგად დაღუპულია 20 წლის ახალგაზრდა. ასევე, დაშავდა ოთხი ადამიანი.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კოპენჰაგენის გარეუბანში ერთმანეთს დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ.

მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 14 ადამიანი. გამოძიება გრძელდება.