კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ
კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, წინააღმდეგ მისცა ხმა ფრიდონ ინჯიამ. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი პარტია იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტს მხარს დათქმით უჭერს, მაგრამ სესიამდე კონსულტაციებს გაივლიან და შემდეგ გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა ცვლილებებს მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება ლევან იოსელიანი.

დღევანდელ განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია.