კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კონსტანტინე გამსახურდიას საერთაშორისო ორგაიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაერო-ს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.