კონსერვატორიის მცირე დარბაზმა საქართველოსა და ისრაელის მუსიკალური სასწავლო დაწესებულებების ერთობლივ პროექტს უმასპინძლა
კონსერვატორიის მცირე დარბაზმა საქართველოსა და ისრაელის უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულებების პირველი ერთობლივი პროექტის, „უძველესი ერების შემსრულებლები“ (PERFORMERS OF OLDEST NATIONS) ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიება მოიცავდა კონცერტს და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყოფილი ონკოპაციენტი მხატვრების ნამუშევრები: გვანცა აფხაიძე, ირმა სვანიძე, თეონა აბზიანიძე, სოფია მაჩალაძე. თანხა სრულად მოხმარდება EUROPA DONNA GEORGIA-ს ბენეფიციარ ვატო მაღრაძეს.
ამასთან, სპეციალურად ისრაელიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა კონცერტი გამართეს. შესრულდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შოპენის, შუბერტის, ბრამსის, რახმანინოვისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.
პროექტი ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.