კონსერვატორიის მცირე დარბაზმა საქართველოსა და ისრაელის მუსიკალური სასწავლო დაწესებულებების ერთობლივ პროექტს უმასპინძლა

23:16, 12.06.2019

კონსერვატორიის მცირე დარბაზმა საქართველოსა და ისრაელის უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულებების პირველი ერთობლივი პროექტის, „უძველესი ერების შემსრულებლები“ (PERFORMERS OF OLDEST NATIONS) ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიება მოიცავდა კონცერტს და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყოფილი ონკოპაციენტი მხატვრების ნამუშევრები: გვანცა აფხაიძე, ირმა სვანიძე, თეონა აბზიანიძე, სოფია მაჩალაძე. თანხა სრულად მოხმარდება EUROPA DONNA GEORGIA-ს ბენეფიციარ ვატო მაღრაძეს.

ამასთან, სპეციალურად ისრაელიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა კონცერტი გამართეს. შესრულდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შოპენის, შუბერტის, ბრამსის, რახმანინოვისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.

პროექტი ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი