კონორ მაკგრეგორი „სელტიკის“ შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
კონორ მაკგრეგორი „სელტიკის“ შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლმა და ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს შოტლანდიური გრანდის „სელტიკის“ შესაძენად. დღეისთვის, კლუბის საკონტროლო აქციათა პაკეტის მფლობელია მილიარდერი დერმოტ დესმონდი.

ადრე ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე ფიქრობს.

„სიმართლე გითხრათ, ახლა მიდის ლაპარაკი „სელტიკზე“, კერძოდ იმაზე, რომ დერმოტ დესმონდის აქციები შევიძინო. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ადრე თუ გვიან, სპორტული გუნდის მფლობელი გავხდე. „სელტიკი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ – გუნდები, რომლებიც მომწონს. ღია ვარ ამ თემისთვის. ვგრძნობ, რომ შემიძლია კლუბისთვის დიდი საქმეები ვაკეთო“, – განაცხადა ირლანდიელმა.