კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი მარგრეტ ვესტაგერი აცხადებს, რომ ვიდრე „ფეისბუქი“ მეტ ზიანს მოიტანს, ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ
კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის, მარგრეტ ვესტაგერის განცხადებით, ვიდრე „ფეისბუქი“ მეტ ზიანს მოიტანს, ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
კითხვაზე, არის თუ არა „ფეისბუქი“ ძალიან დიდი და ძლიერი იმისთვის, რომ ცვლილებების მიღება გარედან აიძულონ, ვესტაგერმა უპასუხა: „არა ჩვენი დემოკრატიისთვის“.
ევროკომისრის თქმით, დემოკრატიებს, რომლებიც ერთად დგანან, შეუძლიათ, რეალური ცვლილებები შეიტანონ „ფეისბუქის“ პლატფორმების მართვაში და საჭიროა, რეგულაციები გამკაცრდეს, როდესაც საქმე გავქვს კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ, „უზარმაზარი გავლენა“ მოახდინონ დემოკრატიასა და ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მარგრეტ ვესტაგერის განცხადებით, თუ ევროკავშირი ახლა იმოქმედებს, ეს ცვლილებებს მოიტანს და შემდეგ პატარა ბიზნესები ბაზარზე სრულ წვდომას მიიღებენ, სოციალური მედიის გიგანტებს კი, როგორიცაა „ფეისბუქი“, მოუწევთ მათ მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის აღება.