კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგა „გვადალახარამ“ მოიგო
კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგა „გვადალახარამ“ მოიგო

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კონკაკაფ-ის ზონაში (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა).

ორმატჩიან ფინალში მექსიკის „გვადალახარამ“ პენალტების სერიაში აჯობა კანადის „ტორონტოს“.

პირველი მატჩი მექსიკელებმა სტუმრად მოიგეს 2:1. განმეორებით მატჩში „გვადალახარა“ პინედას გოლით დაწინაურდა, მაგრამ „ტორონტომ“ ჯოზი ალტიდორისა და სებასტიან ჯოვინკოს გოლებით უპასუხა.

ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 გახდა, რომელიც აღარ შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „გვადალახარამ“ 4:2 მოიგო.

გვადალახარა“ მეორედ გახდა კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი – პირველად ეს 1962 წელს მოხდა. 54 გათამაშებიდან მექსიკურ კლუბებს 32-ში გაუმარჯვიათ.