კონკაკაფის ოქროს თასის საუკეთესო ბომბარდირი 19 წლის კანადელი გახდა
კონკაკაფის ოქროს თასის საუკეთესო ბომბარდირი 19 წლის კანადელი გახდა

კანადის ნაკრების თავდამსხმელი ჯონათან დევიდი კონკაკაფის ოქროს თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბელგიური „გენტის“ 19 წლის ფეხბურთელმა ტურნირზე ექვსი გოლი გაიტანა. მან ჯგუფურ ეტაპზე მარტინიკის ნაკრებთან (4:0) დუბლი, ხოლო კუბასთან (7:0) ჰეთ-რიკი შეასრულა, ასევე თავი გამოიჩინა მეოთხედფინალურ მატჩში ჰაიტისთან (2:3).

შეგახსენებთ, რომ კონკაკაფის ოქროს თასის გამარჯვებული მექსიკის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ამერიკა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.