კანადის ნაკრების თავდამსხმელი ჯონათან დევიდი კონკაკაფის ოქროს თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ბელგიური „გენტის“ 19 წლის ფეხბურთელმა ტურნირზე ექვსი გოლი გაიტანა. მან ჯგუფურ ეტაპზე მარტინიკის ნაკრებთან (4:0) დუბლი, ხოლო კუბასთან (7:0) ჰეთ-რიკი შეასრულა, ასევე თავი გამოიჩინა მეოთხედფინალურ მატჩში ჰაიტისთან (2:3).
შეგახსენებთ, რომ კონკაკაფის ოქროს თასის გამარჯვებული მექსიკის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ამერიკა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.