კონკაკაფის ოქროს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მექსიკის ეროვნული გუნდი კუბას დაუპირისპირდა და ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
გამარჯვებული გუნდიდან ურიელ ანტუნიამ ჰეთ-რიკი შეასრულა, დუბლი – რაულ ხიმენესმა. მექსიკის ნაკრები სამი ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე კანადის ეროვნული გუნდია, აგრეთვე სამი ქულით.