კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა მონტერეიმ მოიგო
კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა მონტერეიმ მოიგო

კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების კონფედერაცია) ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიან ფინალში ერთმანეთს ორი მექსიკური გუნდი უპირისპირდებოდა – მონტერეი და ტიგრესი.

პირველი შეხვედრა ტიგრესის მოედანზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

მეორე მატჩში მონტერეიმ გახსნა ანგარიში და ტიგრესმა მხოლოდ გათანაბრება მოახერხა – გოლი ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაიტანა. მეორე თამაში 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში მონტერეიმ 2:1 მოიგო.

ამ გუნდისთვის ეს არის მეოთხე გამარჯვება კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლო ტრიუმფი 2013 წლით თარიღდებოდა. აღვნიშნავთ, რომ ტიგრესი ფინალში მესამედ გავიდა ბოლო ოთხ წელიწადში, მაგრამ ისევ ვერ შეძლო მოგება.