„გენტის“ ფორვარდი დევიდი, სავარაუდოდ ბუნდესლიგაში ითამაშებს
„გენტის“ ფორვარდი დევიდი, სავარაუდოდ ბუნდესლიგაში ითამაშებს

ბელგიურ საფეხბურთო კლუბ „გენტის“ ფორვარდი ჯონათან დევიდი კარიერას, სავარაუდოდ ბუნდესლიგაში გააგრძელებს, – იტყობინებიან გერმანული გამოცემები.

კანადის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, თავდამსხმელით სერიოზულად „დორტმუნდი“ , „ბაიერნი“ და „ლაიფციგი“ არიან დაინტერესებულები.

ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ დევიდს „მანჩესტერი“ და „არსენალიც“ აკვირდებოდნენ. ფეხბურთელი 2019 წელს ექვსი გატანილი გოლით კონკაკაფის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან დევიდი ჩვენი თანამემამულის, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელია.