კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად ძლიერი მხარდაჭერისა, კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა, რათა არ შეაფერხოს ტრამპ-ვენსის მუშაობა.
„გუშინ შესანიშნავი შეხვედრები მქონდა. ვაფასებ ამდენი ადამიანის წარმოუდგენელ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ იმპულსი ძლიერი იყო, ცხადია, უსამართლო იქნებოდა გარდამავალ პერიოდში ყურადღების ჩემზე გადატანა. ჩემთვის სამუდამოდ იქნება დიდი პატივი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამასახელა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და, დარწმუნებული ვარ, ის გადაარჩენს ამერიკას“, – წერს გეცი.