კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, გადაწყვიტეს, დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს
კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, გადაწყვიტეს, დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს“, – აცხადებს მაკკოლი.