კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, გადაწყვიტეს, დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს
აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს“, – აცხადებს მაკკოლი.
CHM @RepMcCaul: “Sadly, the Georgian parliament has overridden the president’s veto on the malign Russian ‘foreign agents’ law. They have chosen to take Georgia down a dark path deeper into Russia’s orbit and away from the bright future with the West that their people deserve.
— House Foreign Affairs Committee Majority (@HouseForeignGOP) May 28, 2024