კონგრესმენი ალექს მუნი - აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების ფონზე, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე მხარს უჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას
მოხარული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკა საარჩევნო რეფორმისადმი ერთგულია და ამტკიცებს შესწორებებს, რომელთა შედეგად საპარლამენტო პლურალიზმი იქნება დასაშვები,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი „ტვიტერზე“ წერს.
მუნი საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება.
„აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების ფონზე, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე მხარს უჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას“, – წერს ალექს მუნი.
136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.