კონგრესმენი ალექს მუნი – აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების ფონზე, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე მხარს უჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას

20:53, 22.06.2020

მოხარული ვარ, რომ საქართველოს რესპუბლიკა საარჩევნო რეფორმისადმი ერთგულია და ამტკიცებს შესწორებებს, რომელთა შედეგად საპარლამენტო პლურალიზმი იქნება დასაშვები,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი „ტვიტერზე“ წერს.

მუნი საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება.

„აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების ფონზე, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე მხარს უჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას“, – წერს ალექს მუნი.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

 

მსგავსი