კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გომაში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 16 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის არიან ქალაქის იმ რაიონის მოქალაქეები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

კერძო კომპანიის კუთვნილი „დორნიერ-228“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ გომიდან ქალაქ ბენიში მიფრინავდა და აფრენიდან ერთ წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენისთანავე ძრავის პრობლემა შეექმნა.

​საჰაერო ინციდენტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხშირად ხდება სუსტი უსაფრთხოების სტანდარტების და ცუდი ტექნიკური მხარდაჭერის გამო.