გარემოს ეროვნული სააგენტო ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტექნიკურად, მნიშვნელოვნად გააძლიერა ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტებემი და გარკვეულწილად მოახდინა მეტეოროლოგიური პროგნოზების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია,- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა. ბაგრატიამ კონფერენციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წყალდიდობების განვითარების საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, წყალდიდობების მხრივ ძირითადად დასავლეთ საქართველო არის ყველაზე მაღალი რისკის ზონა.
“კლიმატის ცვლილების ფონზე წყალდიდობები უფრო დ აუფრო ინტენსიური ხდება ქვეყანაში, შესაბამისად არსებობს მაღალი საფრთხის არეალები სხვადასხვა მდინარეთა აუზებში. ჩვენ დღეს შევაჯამეთ ეს საფრთხეები. ძირითადი აქცენტი იყო იმ ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ მიდგომებზე, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნებში. რამდენიმე მათგანის დანერგვა უკვე მოხდა საქართველოში. ძირითადად, დასავლეთ საქართველო არის ყველაზე მაღალი რისკის ზონა, კახეთში მდიმარე ალაზანის შენაკადები, მტკვრის გარკვეული ნაწილი, თუმცა აქ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობაზე და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ახალი ტექნოლოგიები, ახალი მეთოდოლოგიები დაინერგა“,- აღნიშნა ბაგრატიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტებემი, არის სტიქიური მოვლენები, რომელსაც თავიდან ვერ ავირიდებთ.