კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რაც მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო მეტ უფლებას განსაზღვრავს და კომპანიებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის თქმით, მომხმარებლების ინტერესების დაცვის კუთხით, საჭიროა მისი უფლებამოსილება უფრო მეტად გაიზარდოს.
“ახალი რეგულაციები და კანონმდებლობის დახვეწა არასრულწლოვანთა საკითხებსაც მოიცავს. მაგალითად დაგეგმილია, რომ თვითრეგულირების მექანიზმიდან ამოვიდეს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხების განხილვა და შესაძლებლობა მიეცეს, რომ ამაზე კომისიამ იმსჯელოს და შესაბამისად საზოგადოებრივმა დამცველმა. მაგალითად მე, როგორც საზოგადოებრივ დამცველს, დღეს არ მაქვს შესაძლებლობა კანონმდებლობით, თუკი მშობელი ჩათვლის, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები დიარღვა, ან მავნე ზემოქმედება განიცადა გარკვეული მედია პროდუქტის საზოგადოებრივი გააცემის შედეგად, მე როგორც საზოგადოებრივმა დამცველმა დავსვა ეს საკითხები და ვეცადო დავიცვა მომხმარებლის ინტერესები. შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ პირთა წრე, ვისაც საჩივრის განხილვის მიზნით შეუძლია მომხმარებელმა მიმართოს, არის ძალიან მწირი. ეს უნდა გაფართოვდეს, უფრო მეტ პირს უნდა შეეძლოს, დასვას საკითხი თუკი ჩაითვლება, რომ დაინტერესებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მოხდენის ფაქტს”, – განაცხადა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ.