კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ეთერ კაკულიას აქამდე უცნობი სიმღერის ჩანაწერს ავრცელებს
მომღერალ ეთერ კაკულიას აქამდე უცნობი ჩანაწერი გამოქვეყნდა.
სიმღერის ჩანაწერი ეთერ კაკულიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეზე კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა გაასაჯაროვა.
„მზის სადიდებელი“ დავარქვი ამ სიმღერას, ლექსიც ჩემი გახლავთ. კონცერტებზე ეთერს არაერთხელ აქვს ნამღერი ეს სიმღერა, მაგრამ სტუდიური ჩანაწერი ეთერში არასდროს გასულა. არანჟირება ეკუთვნის კომპოზიტორს, ჩემს მეგობარს, გია მაჭარაშვილს“, – აცხადებს ოთარ ტატიშვილი.
ეთერ კაკულია 2014 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა. 29 ნოემბერს მას 80 წელი შეუსრულდებოდა.