კომპანია Uber-ის უპილოტო ავტომობილის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა
კომპანია Uber-ის უპილოტო ავტომობილი არიზონას შტატში, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
Uber-მა ტესტირების რეჟიმში მყოფი საპილოტე პროგრამა შეაჩერა.
პროექტის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ სატრანსპორტო საშუალება მძღოლის გარეშე უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ავტომატიზირებული სისტემა არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი მოვლენების მიმართ დროული რეაგირებისთვის მომზადებული არ აღმოჩნდა.
კომპანია უბერმა უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დაიწყო.