კომპანია „სვეტის" იურისტი - როგორც კი ნებართვები გვექნება, სამშენებლო სამუშაოებს ერთ კვირაში დავიწყებთ
„სვეტის” იურისტის, დიმიტრი ტორაძის განცხადებით, კომპანია ერთ კვირაში შეიყვნს ტექნიკას იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელზეც ნებართვა იქნება გაცემული.
„ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ მშენებლობები განახლდეს. როგორც კი ნებართვები გვექნება, ერთ კვირაში აღვადგენთ მშენებლობებს, ერთი წამითაც არ შეგვიწყვეტია მშენებლობის ნებართვის მოპოვებასა და გაგრძელებაზე მუშაობა. გამოძიებასთან ყველანაირად ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებულები იკითხებიან.