კომპანია „ქინძმარაულში" აცხადებენ, რომ მუშების მიმართ დავალიანება ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია
ყვარელში მდებარე კომპანია „ქინძმარაულში” აცხადებენ, რომ მუშების მიმართ დავალიანება ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ სესიაშვილი აცხადებს, დავალიანებების გასტუმრება აუცილებლად მოხდება.
“კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს მუშების მიმართ, მართლაც გვაქვს სახელფასო დავალიანება და ეს ფინანსურმა კრიზისმა გამოწვია. კომპანიამ ბანკიდან აიღო კრედიტი და ხვალ შევძლებთ ხელფასების გაცემას. მუშები კვლავ გააგრძელებენ სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში, რაც შეეხება ბრიგადირების საკითხს, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
კომპანია „ქინძმარაულთან“ დღეს აქცია გაიმართა. აქციაზე კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელია ექვსი თვის სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ.