კომპანია „მოდერნა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას ივლისში დაიწყებს
კომპანია „მოდერნა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას ივლისში დაიწყებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ალბათობით სწორედ „მოდერნა“ იქნება მსოფლიოში პირველი ფირმა, რომელიც კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ფაზის გამოცდას დაიწყებს. კომპანია გამოცდის დასაწყებად ამჟამად საბოლოო პროტოკოლს ათანხმებს.
„მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კლინიკურ ცდებში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 141 ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.