კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე დაღუპული მუშების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში, კომპანია “მეტროს“ მშენებლობაზე გასულ წელს წელს დაღუპული ორი მუშის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტექტო აქციას მართავენ.
დაღუპული მუშების ახლობლებს პრეტენზიები სადაზღვევო კომპანია „უნისონთან“ აქვთ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ ანაზღაურებს სიცოცხლის დაზღვევას.
მათი თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, სადაზღვევო ხელშეკრულება ოჯახისთვის 100 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითვალისწინებს, თუმცა ოჯახებს ეს თანხა არ მიუღიათ.
„ხელშეკრულება ასი ათას დოლარს ითვალისწინებს, „მეტრო“ და სადაზღვევო კომპანია ერთმანეთთან გვამისამართებს. ჩვენ არ გვჭირდება ეს თანხა, მათ მცირეწლოვან შვილებს სჭირდებათ”, -ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა.
აქციის მონაწილეები სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან ორი მუშა გასული წლის სექტემბერში ჩამოვარდა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.