სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ დირექტორი ადასტურებს, რომ კორონავირუსი კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა
სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ დირექტორი ადასტურებს, რომ კორონავირუსი კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ დირექტორი ვასილ ახრახაძე ადასტურებს, რომ კორონავირუსი კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც ვასილ ახრახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მაისს შემდეგ ოფისში არ ყოფილა.

„ინფიცირებულია კომპანიის გაყიდვების სამსახურის თანამშრომელი. ის არ ყოფილა ოფისში 27 მაისის შემდეგ, შესაბამისად, 14 დღე უკვე გასულია. პრევენციის მიზნით, დამატებითი ზომები მივიღეთ, სრული დეზინფექცია ჩატარდა და ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს“, – განაცხადა ვასილ ახრახაძემ.