კომპანია „კავკასრეესტრის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს
კომპანია „კავკასრეესტრის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს

კომპანია „კავკასრეესტრის“ დამფუძნებლის, ვახტანგ სვანაძის განცხადებით, საჯარო რეესტრი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს. საუბარია, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ყოფილმა თავმჯდომარემ 2015 წლის პირველ ოქტომბერს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი უკანონოდ შეცვალა.

ვახტანგ სვანაძის თქმით, ოთხწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ საჯარო რეესტრს მანამდე არსებული მონაცემების აღდგენა დაავალა, თუმცა, უწყებამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.

კავკასრეესტრის“ დამფუძნებლის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

სვანაძის ადვოკატის თქმით, 2015 წელს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უწყებამ იგნორირება გაუკეთა კანონმდებლობას, აქციონერთა გადაწყვეტილებას, კრების აუდიოჩანაწერებსა და ოქმის შემდგენელი ნოტარიუსის წერილებს.

ადვოკატის განცხადებით, თუ საჯარო რეესტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ვახტანგ სვანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.