კომპანია „ენკაში“ აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს და თითქმის დასრულებულია
საპროექტო კომპანია „ენკას“ მიწები გადმოეცა, რათა ამ ტერიტორიაზე აშენდეს და განთავსდეს „ნამახვანჰესის“ ინფრასტრუქტურაში შემავალი ნაგებობები, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ირინა პეტრიაშვილი.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ოჯახებმა, რომლებიც ცხოვრობენ საპროექტო არეალში, ასევე მიიღეს მიწის კომპენსაცია, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი.
საკომპენსაციო პროცესი მიმდინარეობს ახლაც და თითქმის დასრულებულია.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ასევე პროექტით არის გათვალისწინებული ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება დაახლებით 200 მილიონი ლარი იქნება და დასრულებისთანავე, ეს გზა გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ“, – აცხადებს „ენკას“ წარმომადგენელი ირინა პეტრიაშვილი.