კომპანია „ასტრაზენეკამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები განაახლა
კომპანია „ასტრაზენეკამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები განაახლა.
ბრიტანულ-შვედური კომპანიის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ და „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა მას შემდეგ განახლდა, რაც ბრიტანეთის „მედიკამენტური საშუალებების კონტროლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტომ“ განაცხადა, რომ კლინიკური ცდები უსაფრთხოა.
ბრიტანეთის დამოუკიდებელმა კომისიამ გამოძიება დაასრულა და მედიკამენტების სააგენტოს განუცხადა, რომ კვლევის გაგრძელება რისკებს არ შეიცავს. „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის მესამე ფაზის კლინიკური გამოცდა კვლევაში ჩართული ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შეაჩერა.