კომპანია „ამაზონი“ თანამშრომლებს, რომლებიც აქამდე ჰიბრიდულად მუშაობდნენ, იანვრიდან ოფისებში აბრუნებს
კომპანია „ამაზონი“ თანამშრომლებს, რომლებიც აქამდე ჰიბრიდულად მუშაობდნენ, იანვრიდან ოფისებში აბრუნებს

კომპანია „ამაზონი“ თანამშრომლებს, რომლებიც აქამდე ჰიბრიდულად მუშაობდნენ, ოფისებში აბრუნებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯესი ამბობს, რომ ცვლილება ძალაში იანვრიდან შევა.

„გადავწყვიტეთ, რომ ოფისებში დავბრუნდეთ ისე, როგორც „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე ვიყავით“, – განაცხადა ენდი ჯესიმ და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლებს კონტაქტების გაღრმავებაში დაეხმარება.

„ამაზონის“ თანამშრომლებს ახლა საშუალება აქვთ, სამუშაო ხუთი დღიდან ორი დღე სახლიდან იმუშაონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ პერსონალს მაინც შეეძლება სახლიდან მუშაობა უჩვეულო გარემოებებში, როგორებიცაა, მაგალითად, ბავშვის ავადმყოფობა ან გადაუდებელი გარემოება.