კომპანია „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების პირველ პარტიას დღეს გამოუშვებს
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების პირველ პარტიას დღეს გამოუშვებს

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების პირველ პარტიას უკვე დღეს გამოუშვებს.

როგორც „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ განაცხადა, 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. მრავალჯერადი პირბადეები მარლისგან მზადდება.

„ღამის პირველ საათამდე მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები, რათა დროულად მოეხდინათ მისი დაჭრა და დამზადება შესაკერად. დღეს 13 500 უკვე შემოვიდა საწარმოში და მისი შეკერვა მიმდინარეობს. პარალელურად ხდება ნედლეულის მომზადება. პირველი ეტაპი დღესვე შეგვიძლია რაღაც რაოდენობა მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველ ეტაპზე ჩვენ გათვლილი გვაქვს 500 000 ერთეული ვაწარმოოთ, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ ეკონომიკის სამინისტროს. ეს ინიციატივა წამოვიდა ჩვენი დამფუძნებლებისგან, რაც ვფიქრობ, სასარგებლო ინიციატივაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ.