კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბანი დროულად გაიხსნა
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში არსებული 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, – ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა.
მისი თქმით, დაფიქსირდა პროცედურული გადაცდომა – კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 120844 ამომრჩეველია.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.