კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბანი დროულად გაიხსნა

08:36, 28.11.2018

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში არსებული 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, – ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა.

მისი თქმით, დაფიქსირდა პროცედურული გადაცდომა – კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 120844 ამომრჩეველია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მსგავსი