კოლუმბიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
კოლუმბიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 8 024 ადამიანს, გარდაიცვალა 300 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს კოლუმბიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კოლუმბიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 607 938 შემთხვევა, გარდაიცვალა 19 364 პაციენტი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოლუმბია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ლათინურ ამერიკაში მესამე ადგილზეა, ბრაზილიისა და პერუს შემდეგ.