კოლორადოში დაბადების დღის წვეულებაზე სროლის შედეგად შვიდი ადამიანი მოკლეს
კოლორადოში დაბადების დღის წვეულებაზე სროლის შედეგად შვიდი ადამიანი მოკლეს.
„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი ქალაქ კოლორადო-სპრინგზში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ტრაილერის საბარგულში აღნიშნავდნენ.
სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელი წვეულებაზე მყოფი ერთ-ერთი გოგონას მეგობარი ბიჭი იყო, რომელმაც სხვა სტუმრებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობი რჩება. დაღუპულთა უმრავლესობა სრულწლოვანია, თუმცა წვეულებაზე იყვნენ ბავშვებიც. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა.