ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

როგორც სამართალდამცავ ორგანოში განაცხადეს, პოლიცია შეისწავლის „კოვიდრეგულაციების ყველა პოტენციურ დარღვევას“, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება გაიმართა. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ლოკდაუნი იყო გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. კერძოდ, ორზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში აკრძალული იყო.

ბრიტანული მედიის ცნობით, ჯონსონის დაბადების დღის წვეულებაზე 30 ადამიანი იყო მისული, მათ შორის იყვნენ ჯონსონის ოჯახის წევრები და მეგობრებიც.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლები მართლაც შეიკრიბნენ ჯონსონის ოთახში, თუმცა ეს „მცირე ხნიანი შეკრება იყო, რათა პრემიერ-მინისტრისთვის დაბადების დღე მიელოცათ“.

აგორებული სკანდალის გამო, დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.