კოლორადოს ტყის ხანძრის ხელოვნურად გაჩენაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
კოლორადოს ტყის ხანძარი, რომელსაც მეხანძრეები თითქმის ერთი თვეა ებრძვიან, ხელოვნურად გააჩინეს.
კოლორადოს შტატის პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის ხელოვნურად გაჩენაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
52 წლის ჯერსპერ ჯორგენსენმა დანაშაული აღიარა. მან ხანძრის კერა კოლორადოში მდებარე სან ხუანის ეროვნულ ტყე-პარკში 10 ადგილას გააჩინა.
ბოლო ერთ თვეში ძლიერმა ხანძარმა კოლორადოს ტყეში 8 900 ჰექტარი გაანადგურა.