კოლორადოს შტატის ტყეში ხანძარს ებრძვიან
კოლორადოს შტატის ტყეში ხანძარს ებრძვიან

ძლიერმა ხანძარმა კოლორადოს შტატის ტყეში 8900 ჰექტარი გაანადგურა. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე დღეა ცდილობენ. CNN-ის ინფორმაციით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო სან ხუანის ეროვნულ ტყეპარკს მოედო.

კოლორადოს შტატის ბუნების დაცვის ორგანიზაციამ მოქალაქეებს აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოება აუკრძალა.

ტყის ხანძარი კოლორადოს აღმოსავლეთით, პირველ ივნისს გაჩნდა. მას შემდეგ ხანძრის ჩაქრობას 400-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი და ათობით წყალმზიდი ვერტმფრენი ცდილობს.

ხანძარი სან ხუანის ეროვნულ ტყეპარკში მძვინვარებს. აღნიშნული ტყეპარკი დაახლოებით, 760 350 ჰექტარზეა გადაჭიმული.