„კოლიერსი“ თბილისში რვა ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილს ასახელებს
„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია” თბილისში რვა ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილს ასახელებს. კომპანიამ გამოიკვლია და ის რვა კლასტერი დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი ვიზიტორი იყრის თავს.
ყველაზე დიდი არეაა შარდენი და კოტე აფხაზის ქუჩა. აქ არის 60-მდე პოპულარული რესტორანი, ბარი და კაფე. მეორე ადგილზეა განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ახალი ტიფლისი“, სადაც 30-მდე პოპულარული ობიექტია და სადაც ადგილობრივები და ტურისტები იკრიბებიან. ყველაზე პატარა, მაგრამ განვითარებადი კლასტერია ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩები, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერით და რომელიც ძირითადად ადგილობრივებს იზიდავს.
პოპულარულ ადგილებს შორისაა ირაკლი აბაშიძის ქუჩა, „ღვინის ქარხანა“, „ფაბრიკა“ და ტაბიძის ქუჩა.
ავტორი: ნინო ტაბატაძე