ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბარებისა და რესტორნების მონიტორინგის შედეგად, ბოლო ორ დღეში რეგულაციის დარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა
ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბარებისა და რესტორნების მონიტორინგის შედეგად, ბოლო ორ დღეში რეგულაციის დარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით,  ბარებისა და რესტორნების მონიტორინგის შედეგად, ბოლო ორ დღეში რეგულაციის დარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა.

მისივე ცნობით, რეგულაციის დამრღვევებს 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

„საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, როგორც იცით, 22:00 საათიდან შეიზღუდა რესტორნების, ბარების ფუნქციონირება. ჩვენ ასეთი ტიპის ობიექტებზე ვახორციელებთ გეგმურ მონიტორინგს. ბოლო ორ დღეში გამოვავლინეთ დარღვევის 11 შემთხვევა, რომელთა მიმართ განისაზღვრა და დაეკისრათ 10 000 ლარის ოდენობით სანქცია. ჩვენ ვახორციელებთ და ვაგრძელებთ გეგმურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაფიქსირდება დარღვევა და კვლავ განაგრძობენ საქმიანობას 22:00 საათის შემდგომ, მოხდება თითოეული მათგანის დაჯარიმება, ხოლო მათ, ვინც მიუხედავად ჯარიმისა, განმეორებით მოახდენენ რეგულაციის დარღვევას, ეს უკვე არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამაზეც შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი