ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივის ვანესა ბრაიანტის დედა სოფია ლეინი თავის ქალიშვილს სასამართლოში უჩივის.
68 წლის ქალი ვანესას ადანაშაულებს იმაში, რომ კობი ბრაიანტის დაღუპვის შემდეგ მას ფინანსური დახმარება შეუწყდა. ლეინი ამტკიცებს, რომ ის პირად დამხმარედ და ძიძად მუშაობდა კობის ოჯახში. მისი თქვით, ამის სანაცვლოდ NBA-ის ვარსკვლავმა ცხოვრების ბოლომდე მზრუნველობას დაპირდა.
ვანესა ბრაიანტი არ აპირებს დედისთვის ფულის გადახდას, რადგან მიაჩნია, რომ ლეინი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ქალიშვილისთვის ფულის გამოძალვის ხერხები მონახოს – იტყობინება US Weekly. ასევე ვანესა უარყოფს იმას, რომ სოფია ოდესმე ასრულებდა ძიძის ან ოჯახის პირადი დამხმარეს ფუნქციებს.
“ის იყო ბებია, რომელსაც მე და კობი მხარში ვედექით, თანაც ჩემი თხოვნით. ახლა მას სურს საათში 96 დოლარის მიღება იმისთვის, რომ თითქოს 18 წლის განმავლობაში ყოველდღე 12 საათს მუშაობდა და შვილიშვილებს უვლიდა. სინამდვილეში, ის იშვიათად უვლიდა ჩემს უფროს გოგონებს, როცა ისინი სრულიად პატარები იყვნენ. მისი ყველა ნათქვამი ტყუილია, თუმცა მე მაინც არა ერთხელ ვცადე მასთან ურთიერთობის დალაგება”, – ამბობს ვანესა ბრაიანტი.
მანვე ისიც განაცხადა, რომ დედა მისგან ითხოვდა ხუთ მილიონ დოლარს, სახლსა და “მერსედესს”. ასევე კობის ქვრივი ამტკიცებს, რომ დღეს ლეინი უფრო მეტის მიღებას ცდილობს, ვიდრე ვანესა და კობი მის შესანახად ხარჯავდნენ, როცა კალათბურთელი ცოცხალი იყო. და კიდევ, კობი არასდროს არაფერს დაპირებია სიდედრს.
41 წლის კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.