კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები სტიქიის ზონაში რუს ტურისტს ეძებენ.
მთის კურორტების სააგენტოს პიარ-მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის განცხადებით, ზვავი დაახლოებით საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა.
„შემთხვევა მოხდა დაახლოებით 12:00-დან 13:00 საათამდე შუალედში. 112-ში იყო ზარი შესული, რომ ზვავი ჩამოწვა. სამაშველო ჯგუფმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. სამძებრო ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი იყო საძელის ქვედა ტერიტორიაზე. ეს არის აკრძალული ზონა, სადაც სრიალი არ შეიძლებოდა და ყველანაირი მინიშნებაა გაკეთებული, რომ იქ არ უნდა გადასულიყვნენ სასრიალოდ. სამი ადამიანი გადარჩა და არაფერი სჭირს. რაც შეეხება კიდევ ერთ რუს ტურისტს, ამ წუთამდე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია“, – განაცხადა თამთა იაშაღაშვილი.